რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა "ვიტალი ხრიპუნის მიერ დეზერტირობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გატაცების ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო საგამოძიებო კომიტეტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ვიტალი ხრიპუნის მიერ დანაშაულებრივი ნიშნებით სავალდებულო სამსახურის მოხდის ადგილის თვითნებური დატოვებისა და ცეცხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტაცების ფაქტზე",_ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, "წინასწარი მონაცემებით, 21 დეკემბერს საზღვრის დაცვის პუნქტზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს ხრიპუნმა თვითნებურად მიატოვა დანიშნულების ადგილი, ცეცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო მასალებთან ერთად".
შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, სამხრედრო მოსამსახურე ვიტალი ხრიპუნმა თავად მიატოვა სამხედრო ნაწილი, დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა, ქართველ სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.