დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ განცხადება ცაგარეიშვილმა დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა საკუთარი მუშაობის ბოლო ერთი წელი შეაჯამა და ერთ-ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ იგი ხელისუფლებას მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების ხარჯვასთან დაკავშირებით თხოვს ინფორმაციას და როგორც იგი აღნიშნავს, ამ ინფორმაციის მოპოვება დღემდე შეუძლებელია.
"20 დღის წინ მივმართე განმეორებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველანაირი ვადა ამოწურულია, არანაირი პასუხი არ მიმიღია", - აცახდებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ არაოფიციალურად მასთან მივიდა ისეთი ინფორმაცია, რომლის თანახმად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილი აქვთ რომ ცაგარეიშვილს აღნიშნული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ მიაწოდონ.
ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ იგ ადნებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს აღნიშნული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
"20 იანვარს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შევიტანთ სასჯელს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ საქმისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. სტრასბურგში რომ დამჭირდეს ჩივილი მასაც მივმართავ, მაგრამ ამ ინფორმაციას მაინც მოვიპოვებ", - აცხადებს ცაგარეიშვილი.