სერიალ "გოგონა გარეუბნიდან" მეხუთე სეზონს მაყურებელი ოქტომბრიდან იხილავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სერიალის ერთ-ერთმა მთავარმა გმირის როლის შემსრულებელმა, გიორგი ვარდოსანიძემ აღნიშნა, გადაღებები სექტემრის ბოლოს დაიწყება.
"ტელევიზიით ძველი სერიები გადაიცემა, მაგრამ სექტემბრის ბოლოდან უკვე დავიწყებთ მეხუთე სეზონზე მუშაობას. რაც შეეხება, ჩემ გმირს, ლევან ხომერიკს, ჯერ არ ვიცი სცენარში რას შეუცვლიან", - თქვა, გიორგი ვარდოსანიძემ.
შეგახსენებთ, რომ სერიალი "ღამის შოუს" სტუდიის პროექტია და ის პირველად ეთერში 2010 წელს გავიდა.