აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა საშტატო რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" სამხრეთის სამხედრო ოკრუგის მეთაურის პრეს-სპიკერზე იგორ გორბულზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამხედრო ბაზის ძირითადში შემადგენლობა საშტატო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარებს ჩვეულებრივი საბრძოლო მომზადებები. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას დამატებით უსაფრთხოების ზომები მიღებული არ არის", - აღნიშნავს პრეს სპიკერი და აქვე დასძინა, რომ ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები "აფხაზეთის შიდა საქმეა".
შეგახსენებთ, რომ დღეს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატიტული რეჟიმის ლიდერის ირჩევენ.