დინამო ევროპის ლიგის გათამაშებას პლეი-ოფიდან გაემოეთიშა. დინამოსა და საბერძნეთის "აეკის" შორის გუშინდელი მატჩი 1:1 დასრულდა.
მატჩის 90 წუთი დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ქართული კლუბი მეორე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ დააწინაურა, თუმცა დამატებითი დროის 110-ე წუთზე "აეკის" ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს. უხეში თამაშისთვის მოედნიდან კაკუბა გააძევეს, ლეონარდომ კი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩი ფეხბურთელების კამათის გამო რამდენჯერმე შეწყდა.