რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის მტკიცებით, აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტოვობა მაღალია.
ამის შესახებ კოსაჩოვმა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, რუსმა დეპუტარმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კანონდებლობაზე და აღნიშნა, რომ ის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც საინტერესო იყოს.
"არის რაღაც, რაც ჩვენ თქვანგან შეიძლება ვისწავლოთ", - აღნიშნა კოსაჩოვმა და აქვე გაოცება გამოთქვა "ამომრჩეველთა" მაღალი აქტივობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები