აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას მტკიცებით, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს მონიტორინგს 30 ქვეყნიდან ჩამოსული დამკვირვებლები უწევენ.
"მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, არჩევნებზე ბერი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდა. როგორც იცით საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეეცადა მათი ჩამოსვლა არ დაეშვა, თუმცა უმეტესობა მაინც აქ არის", - აღნიშნა ღვინჯიამ.
სეპარატისტების მტკიცებით, "არჩევნებზე" დამკვირვებლებად ექსპერტები ევროპიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებიდან არიან ჩამოსულნი. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის არჩევას ლატვიიდან და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის "თანაბარი შესაძლებლობა ყველას" წარმომადგენლები აკვირდებიან.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საკუთარ არჩევანი სამ "კანდიდატს" შორის - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხარჯიმბას შორის მოუწევს.