აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ადგილობრივი დროით 08:00 საათზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 170 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე ერთი სარჩევნო უბანი მოსკოვში და ერთიც ჩერქეზეთშია გახსნილი.
საარჩევნო სიაში 143 735 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და სეპარატისტების ლიდერის პოსტის დასაკავებლად ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ თავის პოზიციას "ამომრჩევლის" ნახევარზე მეტი დააფიქსირებს.
ამასთან, აფხაზი სეპარატისტების მტკიცებით "არჩევნებს" მონიტორინგს 15 ქვეყნიდან 100-მდე დამკვირვებელი უწევს.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სომსივნის დიაგნოზით 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საკუთარ არჩევანი სამ "კანდიდატს" შორის - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალების შემსრულებს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხარჯიმბას შორის მოუწევს.