ხვალ, 26 აგვისტოს, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების სამი წლითავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიბების უსაფრთხოების გამო და საზღვარზე ვითარების გამწვავების თავიდან ასაცილებლად 25 აგვისტოს 00:00 საათიდან 26 აგვისტოს 00:00 საათაამდე შეწყდება მოქლაქეების შესვლა საქართველოსთან არსებულ საზღვართან მდებარე "მოსაბრუნის", არცევის" და "სინაგურის" სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.