რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს, ედუარდ კოკოითის, სოჭის რეზიდენციაში შეხვდა.
სააგენტო "რესის" ინფორმაციით, მედვედევისა და კოკოითის საუბრის ძირითად თემას რუსეთისგან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების სამი წლისთავი და "ქვეყნებს" შორის ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.
"რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან სამი წელი სრულდება. ეს მნიშვნელოვანი თარიღია სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის. აღიარებიდან სამი წელის შემდეგ ქვეყანა ვითრდება, არის მიღწევები, თუმცა არის სირთულეებიც, რომელიც ყოველთვის თან ახლავს განვითარებას", - აღნიშნა მედვედევმა და დასძინა, რომ ახლა უკვე საერთაშორისო ურთიერთობეზე საუბრის დროა.
სეპარატისტთა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა, თავის დროზე მიღებული "დროული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისთვის".
"ეს გადაწყვეტილება საბედისწერო იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ხალხისთვის და დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ და განვავითაროთ ჩვენი სახლემწიფო. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება", - აღნიშნა კოკოითიმ.
მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ყველა გეგმა განხორციელდება.