ხვალ, 26 აგვისტოს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია "დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა მწერალ უჩა ზაქაშვილთან.
უჩა ზაქაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში, 1983 წლის 2 ივნისს. 2000-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის მერიაში. 2007 წლიდან იბეჭდება ჟურნალებში: "ლიტერატურული პალიტრა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული გაზეთი".
ზაქაშვილს გამოცემული აქვს წიგნი: "ხელით ნაქსოვი თოჯინები". 2007 წელს გახდა ლიტერატურულ კონკურს "ხერთვისის" ლაურეატი მოთხრობისთვის "კალოთანა"; გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში მოთხრობისთვის - "ხელით ნაქსოვი თოჯინები" - 2010 წელს მეორე ადგილი მოიპოვა; მეორე ადგილი დაიმსახურა იმავე წელს ლიტერატურულ კონკურსზე "შემოდგომის ლეგენდა" მოთხრობისთვის "გროზნო უშაქროდ"; არის პენ-მარათონის 2010 წლის ფინალისტი.