თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, უეფასთან კონსულტაციის შედეგად, უკანონო გარიგებაში მხილებულ საფეხბურთო კლუბ "ფენერბაჰჩეს" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ნებართვა არ მისცა.
თურქულ ფეხბურთში მომხდარი კორუფციული სკანდალის შედეგად სამართალდამცავებმა "ფენერბახჩეს" პრეზიდენტი და კლუბის დაახლოებით 30 წევრი დააპატიმრეს.
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდება, თუ რომელი კლუბი ჩაანაცვლებს ფენერბახჩეს. სავარაუდოდ, პრესტიჟულ გათამაშებაში მონაწილეობს თურქეთის ტრაბზონსპორი მიიღებს.