ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ეტაპზე ვერ მოხვდნენ ის კლუბები, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
"მაკაბი" სადაც ვლადიმერ დვალიშვილი თამაშობს, ფლეი-ოფში "გენკთან" დამარცხდა, "შტურმი", რომელშიც გიორგი ფოფხაძე ასპარეზობს ბორისოვოს "ბატესთან", ხოლო ყაზანის "რუბინი", რომლის დაცვის ლიდერადაც ლომონ კვირკველია იქცა, "ლიონთან".
"შტურმმა" გუშინ საშიანო შეხვედრა ბელორუსულ კლუბთან 0:2 დათმო და ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგო. გიორგი ფოფხაძემ შეუცვლელად ითამაშა."რუბინი" "ლიონის" შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. "რუბინის" შემადგენლობაში კვირკველიამ სრულად ჩაატარა მატჩი.
რაც შეეხება გუშინ გამართულ ფლეი-ოფის სხვა შეხვედრებს. ყველაზე დიდ დაინტერესებას "უდინეზე" "არსენალის" დაპირისპირება იწვევდა. ანგარიში 39-ე წუთზე იტალიის ნაკრების თავდასხმელმა და "უდინეზეს" ბომბარდირმა ანტონიო დი ნატალემ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში "არსენალმა" რობინ ვან პერსის გოლით გაათანაბრა, ხოლო 69-ე წუთზე უოლკოტმა "მეთოფეების" დაწინაურება შეძლო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. "არსენალმა" "უდინეზე" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.
ჯგუფურ ეტაპზე გავიდა "ბენფიკაც". პორტუგალიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე "ტვენტეს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. პირველი შეხვედრა აღნიშნულ კლუბებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველად მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე "პლზენი". "პლზენმა" დანიის საუკეთესო კლუბი კოპენჰაგენი ორი მატჩის ჯამში 5:2 გაანადგურა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს, თბილისის 19:45 წუთზე გაიმართება.