საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას აგვისტოს რეიტინგში 63-ადგილზეა. საქართველომ წინა თვესთან 6 ადგილით გაიუარესა მდგომარეობა. საქართველო 63-ე ადგილამდე ბოლო ოთხი თვეა არ ჩამოქვეითებულა.
ისტორიაში პირველად, რეიტინგს ჰოლანდია ლიდერობს. მათ ესპანეთს გადაუსწრეს და პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ. მეორე ადგილზე ესპანეთია, მესამეზე კი გერმანია. ხუთეულში იმყოფებიან ინგლისი და ურუგვაიც.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიციაზე (მე-10 ადგილი) ხორვატია იმყოფება. საბერძნეთი მე-14 ადგილზეა, ისრაელი 32-ეზე, ლატვია 84-ეზე და მალტა 167-ეზე.
შემდეგი რეიტინგი 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.