დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმში, იუსტიციის სახლთან მდებარე ახალ გზატკეცილზე, ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი ჩქაროსნულ მანევრირებაში.
შეჯიბრის მე-2 ეტაპი 16:00-დან 22:00-მდე გაგრძელდება და როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მძღოლები ერთმანეთს სხვადასხვა ფიგურების სწრაფად გადალახვაში შეეჯიბრებან.
კონურსის მომდევნო ეტაპების შედეგების შესაბამისად, საუკეთესო ქულების მქონე მონაწილე საქართველოს ჩემპიონი გახდება.
პირველი ადგილის მფლობელი დასაჩუქრდება 200 ლიტრი საწვავით, მეორე ადგილის მფლობელი 150, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 100 ლიტრი საწვავით. გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვა პრიზებიც.
ღონისძიების შემდგომ, საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმის ძველ ბულვარში, კლუბ "სექტორ 26"-ში ღონისძიებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
კონკურსის სპონსორები არიან: კომპანია "NCIB", ლუკოილი, თიბისი ბანკის ავტოგანვადება, საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ტექნოლუქსი", კლუბი "სექტორი 26", ტურისტული სააგენტო "დრიმ ტური", ისი პარი, ლუდის მაღაზია "კრომბახერი", სარეკლამო სააგენტო "მაქს პრომი."