სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქის გატაცებაში ეჭვმიტანილთა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ზურაბ ინაშვილს, დავით სააკაშვილსა და ვაჟა ნებიერიძეს თანხის გამოძალვის მიზნით 15 დეკემბერს თურქეთის მოქალაქის, ჰასან ბაირახტარის მძევლად აყვანა ედებათ.
გამოძიების შედეგად ამოღებულია წინასწარ გამზადებული ავტომანქანა, რომლის საბარგულში დამონტაჟებული იყო თვითნაკეთი მექანიზმი, რისი მეშვეობითაც თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს და მას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს შსს-მ აღნიშნულზე მოკვლევა 15 დეკემბერს დაიწყო.