21 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, "თეგეტა მოტორსი" და "საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია", ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით აწყობენ მე-7 გათამაშებას წრიულ რბოლაში პროფესიონალ ავტომრბოლელებს შორის, სახელწოდებით "ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი 2011".
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში იაპონიიდან ჩამოვიდნენ ბრიჯსტოუნის წარმომადგენლები.
"ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი", რომელიც 7 წლის წინ თეგეტა მოტორსმა დანერგა, უკვე ტრადიციად იქცა.
საპრიზო ფონდი შეადგენს რვა ათას ლარს, რომელსაც გაიყოფენ 1-2-3 ადგილებზე გასული პროფესიონალი მრბოლელები.
"ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასი" გარდამავალია და სამუდამოდ მიეკუთვნება მხოლოდ იმას, ვინც სამჯერ მოიგებს რბოლას. შარშან, 2010 წელს თასი მესამედ მოიგო არჩილ ბიძინაშვილმა და სამუდამო მფლობელობაში გადაეცა. წელს კი უკვე ახალი თასია.