საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, დღეს გამთენიისას, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრა. ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, დასკვნით მზადებას ლატვიაში გაივლიან. საქართველოს ნაკრებმა ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ავსტრიაში გამართულ ტურნირზე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ჰოლანდიის ტურნირზე კი გამარჯვება მოიპოვა. "ჯვაროსნებმა" საკონტროლო მატჩი თბილისშიც ჩაატარეს, რომელშიც ისრაელის ნაკრების დამარცხება მოახერხეს. ლატვიაში საქართველოს ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვაში გადაინაცვლებს.
ევროპირველობა 31 აგვისტოს აიღებს სტარტს. . საქართველოს ნაკრებს ჯგუში სლოვენიასთან, რუსეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან მოუწევს დაპირისპირება.