ხვალ, 20 აგვისტოს, 12:00 საათზე, შსს პოლიციის აკადემიის სპორტულ დარბაზში კალათბურთში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეგობრობის თასზე ტურნირი გაიმართება.
ერთმანეთს პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - მონაწილე უცხოელი პედაგოგების, სამინისტროს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის გუნდები შეხვდებიან.
ტურნირის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის დირექტორი რიჩარდ რეკორდი დაესწრებიან.