შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" წევრის ზაზა გოგსაძის სახლში ძებნილი ფირუზ მაჩაიძე დააკავეს.
მაჩაიძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილია.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა ზაზა გოგსაძემ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ალიანსის წევრების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, რის გამოც მის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონო ჩხრეკა ჩაატარეს.
გოგსაძის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსის სახლი ვერ გახდება კანონდამრღვევი პირის თავშესაფარი და ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ შეძლებს, მფარველობა გაუწიოს დამნაშავეს.
"ყველა კანონდამრღვევი პირის ქმედება აღკვეთილი იქნება პოლიციის მიერ", - აცხადებენ შსს-ში.