თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" ევროპის ლიგაზე პირველი შეხვედრები გამაართეს. "ზესტაფონმა" ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ბრიუგეს უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და 3:3 დამთავრდა. ანგარიში 27-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა აკპალამ გახსნა. სამ წუთში რაფაელოვის გოლით ბელგიელებმა 0:2 გახადეს ანგარიში. 59-ე წუთზე "ზესტაფონის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლოზ გელაშვილმა სხვაობა ერთი გოლით შეამცირა, 64-ე წუთზე კი ჯაბა დვალმა ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე ბელგიელებმა მესამე გოლი გაიტანეს. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე გელაშვილმა დააფიქსირა. განმეორებითი მატჩი ბრიუგეში 25 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება "დინამოს". ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრა "აეკსა" და "დინამოს" შორის ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და 1:0 გაიმარჯვა "აეკმა". მატჩის ერთადერთი გოლი ხოსე კარლოსმა 87-ე წუთზე გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა 25 აგვისტოს თბილისში გაიმართება.