2012 წელს ბათუმი ქვიშის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძემ ევროპის ხელბურთის ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს პიტერ ფროშელს და ლასო სინკას შეხვდა. მათი მხარდაჭერით 2012 წელს ბათუმში ქვიშის ხელბურთში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.
ევროპის რიგით მესამე ჩემპიონატში 12 სახელმწიფოს 24 გუნდი იასპარეზებს. პირველობისთვის ვაჟებთან ერთად გოგონებიც იბრძოლებენ. ბათუმში მოეწყობა რამდენიმე ქვიშის მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩემპიონატში მონაწილეობისთვის 400-მდე სპორტსმენი ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ ქვიშის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართება