თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" დღეს უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველის შეხვედრებს გამართავენ. "ზესტაფონი" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს "ბრიუგეს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ კლუბში ბოლო პერიოდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გია გეგუჩაძემ მთავარი "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მურთაზ დაუშვილი კი კარიერას უკრაინულ კლუბ, ლვოვის "კარპატში" განაგრძობს.
თბილისის "დინამო" თბილისის დროით 22:45 საათზე საბერძნეთში, ათენის "აეკის" დაუპირისპირდება. როგორც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ განაცხადა, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და საბერძნეთში მოსაგებად არის ჩასული.
თუ "ზესტაფონი" და "დინამო" ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვებენ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავლენ. განმეორებითი შეხვედრები 25 აგვისტოს გაიმართება.