ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია . სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. 59-მა დელეგატმა ნდობა ერთხმად გიორგი ალექსიძეს გამოუცხადა.
გიორგი ალექსიძე აქამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ახლად არჩეული პრეზიდენტი ძიუდოს ფედერაციას ერთი წლით უხელმძღვანელებს.
არჩევნების დაწყებამდე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს შეხვდა, რომლებმაც უკრაინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში, იაპონიის ნაკრების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავეს.