"ზესტაფონის" პრესსამსახურის მტკიცებით, კლუბის მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძეს თანამდებობა არ დაუტოვებია.
"აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ ადასტურებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კლუბის პრესსამსახურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, გია გეგუჩაძის მიერ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვენის შესახებ.
თავად გეგუჩაძე აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.