იოსებ სტალინის დაბადების 130 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები რუსეთის სახვადასხვა ქალაქში გაიმართება.
კერძოდ, მოსკოვში კომუნისტური პარტიის წევრები კრემლის კედელთან არსებულ სტალინის სასაფლაოს გვირგვინებით შემკობას აპირებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, დილიდან წითელ მოედანზე სტალინის დაბადების დღეს სოციალისტებიც აღნიშნავენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ამ თარირთან დაკავშირებით რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვა გაიმართა. მოქალაქეებს უსვავდნენ კითხვას, თუ როგორ აფასებენ ისინი სტალინს, როგორც პოლიტიკოსს. გამოკითხულ ადამიანთა მესამედზე ოდნავ მეტმა განაცხადა, რომ მათთვის სტალინი სასტიკი და არაადამიანური ტირანია, რომლის სინდისზეც მილიონობით უდანაშაულო ადამიანების განადგურებაა.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 7 პროცენტით იმაზე მეტია, რაც 10 წლის წინ იყო.