საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში ცვლილებებია.
“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.