კიევის "დინამოს" თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ კიევის "არსენალთან" თამაშის დროს ყბის ძვალი მოიტეხა.
თამაშის დროს შევჩენკო მოწინააღმდეგეს თავით შეეჯახა, რომლის დროსაც ყბა დაიზინა, თუმცა თამაში გააგრძელა, მაგრამ 10 წუთის შემდეგ შეცვლა მოითხოვა.
კიევის "დინამოს" ექიმის თქმით, ჯერჯერობით უცნობია 34 წლის თავდამსხმელი როდის შეძლებს გამოჯამრთლებას. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შევჩენკოს სამკურნალოდ წასვლა საზღვარგარეთაც დასჭირდეს.