მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩი გაიმართა.
ერთმანეთს "სამეფო თასის" მფლობელი "რეალი" და 2010-11 წლების ჩემპიონი "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა და ფრედ. 2:2 დასრულდა.
ანგარიში მე-12 წუთზე "რეალის" გერმანელმა ლეგიონერმა მესუთ იოზილმა ქარიმ ბენზემას პასით გახსნა.
სტუმრებმა ანგარიში 36-ე წუთზე დავიდ ვილას გოლით გაათანაბრეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლეო მესიმ "ბარსა" დააწინაურა.
მეორე ტაიმში კი მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
შეხვედრის 54-ე წუთზე "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხაბი ალონსომ საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა 17 აგვისტოს, ბარსელონაში გაიმართება. სწორედ იქ გამოვლინდება ესპანეთის სუპერთასის მფლობელი.