კახა კალაძემ „ჯეონასთან" კონტრაქი გააგრძელა. კალაძემ კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვტილება იმის მიუხედავად მიიღო, რომ მას იუვენტუსში გადასვლას სთავაზობდნენ.
„მქონდა შემოთავაზებები. მაგალითად იუვენტუსიდან, მაგრამ უპირატესობა „ჯეონას" მივანიჭე და არა იმიტომ, რომ კონკურენციის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში სულ სხვა საქმეა. მადლობელი ვარ ყველასი. მოხარული ვარ, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე", - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მაშინ როდესაც ის გენუში გადავიდა, რთულ ვითარებაში იყო.
„მილანის მადლობელი ვიქნები მუდამ იმ ბრწყინვალე წლებისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, მაგრამ 2009-2010 წლების სეზონი იყო რთული. ტრამვების გამო მე ცოტა ვითამაშე. აქ კი მე შევძელი ძალების - ფიზიკური კონდიციის აღდგენა. როდესაც მუშაობ და ეს ეხება არა მხოლოდ ფეხბურთს, ძნელია წინსვლა თუ თავს ბედნიერად არ გრძნობ", - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე „ჯენოაში" 2010 წლის აგვისტოში გადავიდა. იგი კლუბში 2013 წლამდე დარჩება.