ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი კვენტინ ტარანტინო, თავისი ახალი პროექტისათვის "განთავისუფლებული ჯანგო" ვარსკვლავურ ჯგუფს ქმნის. სურათის - რომელსაც ვესტერნის ჟანრში გადაიღებენ - ფართო ეკრანებზე გამოსვლა 2012 წლის დეკემბერში იგეგმება.
წამყვან როლებზე მოწვეული არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები - კევინ კოსტნერი, ლეონარდო დი კაპრიო, კრისტოფ ვალცი და ჯეიმ ფოქსი.
მთავარი სიურპრიზი კოსტნერის ამპლუა გახდება,რომელმაც თავი დაიმკვიდრა დადებითი პიროვნებების როლების შესრულებით ისეთ ფილმებში როგორიცაა: ობინ ჰუდი: „ რობონ ჰუდი - ქურდების უფლისწული", "პირადი მცველი", " მგლებთან ცეკვა" და სხვა. კოსტნერი მოლაპარაკებას აწარმოებს ტარანტინოსთან, რათა ფილმში ბოროტი პლანტატორის ელვინ კენდის მიმდევრებიდან ერთ-ერთი სადისტის როლი შეასრულოს. პლანტატორის როლს დი კაპრიო ითამაშებს.
ვალცს - რომელმაც ტარანტინოს ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები", გაიბრწყინა - მთავარი გმირის გერმანელი დანტისტის როლის შესრულება მიანდეს, რომელიც გაქცეულ მონებზე მონადირე გახდა.
ტარანტინოს ანგარიშზეა 40-მდე პროდიუსერული და რეჟისორული ნამუშევარი. მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ფილმი "კრიმუნალური ამბავი", რომლისთვისაც კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტარანტინოს "ოქროს პალმის რტო", ასევე " ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" პრემია მიენიჭა.