უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ 12 ოქტომბერს, საღამოს, ხარკივზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
მედიის ცნობით, ცნობით, ჩამოინგრა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო.
ხარკივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიs ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში სამი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს.
ადგილზე ყველა შესაბამისი საგანგებო სამსახური მუშაობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.