საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კუნძულ რეუნიონის სამხრეთით ნავთობტანკერი DF Peak-ი გააჩერეს.
მისი თქმით, საფრანგეთი მზად არის, ებრძოლოს ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
"საფრანგეთი მზად არის, ებრძოლოს ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
დღეს დილით, კუნძულ რეუნიონიდან სამხრეთით, 450 საზღვაო მილზე მეტ მანძილზე, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ტანკერ DF Peak-ზე ასვლა და მისი შემოწმება განახორციელეს. არსებობს ეჭვი, რომ გემი ყალბი დროშით ცურავდა და საწვავი უკანონოდ გადაჰქონდა.
საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად ჩატარებული ეს ოპერაცია ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, დავიცვათ სამართლის უზენაესობა და ვებრძოლოთ უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს', -- წერს მაკრონი.