საქართველოს შინაგან საქმნეთა სამინისტრომ პოლიტიკური გაერთიანების "ალიანსი საქართველოსთვის" წევრის ზაზა გოგსაძის საცხოვრებელ მისამართზე ჩაატარა ძებნილი პირის, ადრე ნასამართლევი ფირუზ მაჩაიძის დაკავების ღონისძიება.
ფირუზ მაჩაიძე იძებნებოდა სსსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე (ნარკოტიკების უკანონო მოხმარება) ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული და გადაყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
საქართველოს შინაგან საქმნეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ვერცერთი პოლიტიკოსის სახლი ვერ გახდება კანონდამრღვევი პირის თავშესაფარი და ვერცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ შეძლებს მფარველობა გაუწიოს დამნაშავეს".
"ყველა კანონდამრღვევი პირის ქმედება აღკვეთილი იქნება პოლიციეს მიერ", - იუწყება საქართველოს შსს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 15 დეკემბერს, პოლიტიკური გაერთიანების "ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა ზაზა გოგსაძემ გააკეთა განცხადება, რომ ხორციელდება მათი პოლიტიკური პარტიის დევნა, რის გამოც მის სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა.
მასალის გამოყენების პირობები