ქალაქ ქარელში 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სრული რეაბილიტაცია მინდინარეობს. აღნიშნულ კორპუსების სახურავები კარგა ხანია არ შეკეთებულა, რის გამოც დაზიანებული იყო, წყალი ჩადიოდა და წლების მნაძილზე მოსახლეობას დიდი პრობლემებს უქმნიდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სავარაუდოდ საახალწლოდ დასრულდება.
"მოსახლეობისგან უამრავი განცხადება შემოდის სახურავბის შეკეთების თხოვნით. მიხარია, რომ შევძელით მათი ნაწილის დაკმაყოფილება. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ საცხოვრებელი კორპუსების სახურავების შეკეთებას ქალაქ ქარელში, დაბა აგარაში, სოფელ ბრეთისა და ბებნისის მეურნეობაში", _ აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე