თურქეთის შემდეგ ჩაწყობილი თამაშები იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში გამოვლინდა.
სამართალდამცავებმა ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 30-მდე პირი უკვე დააკავა. საქმეში იტალიის ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონების 17 კლუბი ფიგურირებს.
მომხდარზე კომენტარი უკვე გააკეთა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
"ვწუხვარ, რომ თურქთში მომხდარი ცნობილი ამბების შემდეგ კორუფცია იტალიურ ფეხბურთშიც გამოვლინდა. ვფიქრობ, რომ ყველა დამნაშავე უმკკცრესად უნდა დაისაჯოს. მსოფლიო ფეხბურთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფდეს კორუფციისგან", - განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს.