10 აგვისტოს ქალაქ ლუბლინში პოლონეთი-საქართველოს მატჩი გაიმართება. ნაკრების ფეხბურთელები პოლონეთში უკვე ჩავიდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან ამხანაგური მატჩისთვის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახება პირველად მიიღო უკრაინის პრემიერლიგის "ოლექსანდრიაში" მოთამაშე დავით თარგამაძემ.
გამოძახებული არ არის ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც "კაისერისფორის" შემადგენლობაში ჩატარებული ამხანაგური მატჩისას დაშავდა.