პოლონეთი ვროდცლავ-დრეზდენის მატარებლის გამტაცებელი 158 დევნილიდან მხოლოდ 20-ის დეპორტირებას გეგმავს.
პოლონეთის ქალაქ ზგოჟელეცის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად იმყოფებიან, პატიმრობაში დარჩებიან, შემდგომ კი, მათ სამშობლოში დეპორტირებას მოახდენენ.
პოლონეთის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები რიგ უწყებებს, მათ შორის უცხოელთა საქმეების სამმართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამინისტროებს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირმა დევნილთა უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან, ისინი სიცოცხლეს თვითმკვლეობით დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში დევნილებმა მატარებელი 15 დეკემბერს გაიტაცეს.