სამართალდამცველებმა 27-ე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ფრუიძე დააკავეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, ფრუიძის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
თავად ფრუიძემ ნარკოტიკების მოხმარება უკვე აღიარა და განაცხადა, რომ მასზე უკვე ორი წელია დამოკიდებულია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.