"ქრისტიან-დემოკრატების" ორგანიზებით სენაკის რაიონში ქართული საცხენოსნო სპორტის ტრადიციული სახეობები აღდგა. 19 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს შეჯიბრებები ისინდში, ყაბახსა და ცხენბურთში გაიმართა.
გამარჯვებულები პრიზებით პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დააჯილდოვა.
"ჩვენ ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად გვაქვს დასახული ფასეული ტრადიციების ერთგულება. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა დღევანდელი დღე, როცა ვიხილეთ ბრწყინვალე სანახაობა და გავმართეთ შეჯიბრება სპორტის მივიწყებული სახეობებში. ტრადიციების ერთგულების ტრადიციას ჩვენ ყველა სფეროში კვლავაც გავაგრძელებთ, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მეორეს მხრივ, სიამოვნებას მიანიჭებს უამრავ ადამიანს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.