"დინამომ" ისლანდიური "რეიკიავიკი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ალექს გარსიას გუნდმა ორი მატჩის საერთო ჯამში "რეიკიავიკს" 6:1 სძლია.
შეხვედრის პირველი გოლი მეორე ტაიმში 48-ე წუთზე "დინამოელების" ესპანელმა ლეგიონერმა ალბერტო იაგუემ, ხოლო 5 წუთის შემდეგ, 55-ე წუთზე შეხვედრის მეორე გოლი გიორგი კახელიშვილმა გაიტანა.
ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გამართულ შეხვედრას არც ყვითელი და წითელი ბარათების გარეშე ჩაუვლია. ჯამბულ ჯიღაურმა 81-ე წუთზე მეორე გაფრთხილება მიიღო და ნაადრევად მოუხდა გასახდელში შესვლა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კენჭისყრა გაიმართება, რომელმაც "დინამოელთა" მორიგი მეტოქე უნდა გამოავლინოს.
ევროპის ლიგის 6 შეხვედრაში "დინამომ" 5 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.