უთაისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ დღეს 19 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკეთით, კერძო კომპანია შპს. საქფეთქმრეწვმა ჩაატარა სადემონტაჟო სამუშაო, რასაც ტრაგედია მოყვა.
"გარდაიცვალა ორი ადამიანი. წინასწარი მონაცემებით ტრაგედიის მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია ძიება. თბილისიდან სპეცილური ჯგუფი უკვე გაემგზავრა ტრაგედიის ადგილზე. ყველა პასუხისმგებელი პირი ვისაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქმედებაში მიეცემა პასუხისგებაში", _ განაცხადა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქებას შპს. საქფეთქმშენი აწარმოებდა და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ზომებზე. ამ კომპანიის ხელმძღვალი ლევან გუჯეჯიანია. სწორედ მისი კომპანიის მიერ მითითებულ ადგილზე მოხდა უსაფრთხოების არეალის განსაზღვრა. ტრაგიკული შემთხვევა სწორედ უსაფრთხოების ზოლის არასწორ გათვლას მოჰყვა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.