ხვალ, 4 აგვისტოს, ისლანდიაში თბილისის "დინამოს" საფხბურთო კლუბი მასპინძელ "რეიკიავიკს" შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" უელსის "ლანელი" გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. გოლები ბრიტანელთა კარში "დინამოს" პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა გაიტანა. სამი გოლი პირველ, ხოლო ორი სტუმართა კარში მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ქართულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში "ლანელი" ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.