ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქებას შპს. საქფეთმშენი აწარმოებდა და სწორედ ის იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოების ზომებზე. ამ კომპანიის ხელმძღვალი ლევან გუჯეჯიანია.
სწორედ მისი კომპანიის მიერ მითითებულ ადგილზე მოხდა უსაფრთხოების არეალის განსაზღვრა. სავარაუდოდ, ტრაგიკული შემთხვევა სწორედ უსაფრთხოების ზოლის არასწორ გათვლას მოჰყვა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რკინა -ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.