ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. "შტურმმა" და "ზესტაფონმა" 2 აგვისტოს გრაცში წინასამატჩო ვარჯიშები გამართეს.
საქართველოს საუკეთესო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციაც გამართა. "ზესტაფონი" დღევანდელ მატჩში წარმატების მიღწევას ოპტიმალური შემადგენლობით შეეცდება.
პირველი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ფრედ, 1-1 დასრულდა.
გრაცში "შტურმისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირება დღ ეს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.