ქუთაისში, "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად, დედა-შვილი დაიღუპნენ. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციითმ არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვერსიით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია.
დემონტაჟს კერძო კომპანია „საქფეთქმრეწვი" აწარმოებდა, რომელსაც ხელშეკრულება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააფორმა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კოპენჰაგენში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება.