თბილისი.22.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროს ინიციატივით წარმოადგენს კინოტელედრამატურგიის სამაგისტრო პროგრამას, რომლის ხელმძღვანელებიც არიან დრამატურგი კოტე ჯანდიერი და კინომცოდნე ნინო მხეიძე.
შიდა საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე 9 სტუდენტი ჩაირიცხება, რომელთა დაფინანსებაც მთლიანად კულტურის სამინისტროს მიერ მოხდება.
საბუთების მიღება გრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.