ჰარი პოტერის ბოლო ფილმმა უკვე მილიარდი დოლარი მოუტანა შემქმნელებს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, ის მნიშვნელოვნად გაუსწრებს 2011 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმს "კარიბის ზღვის მეკობრეებს".
1 მილიარდი დოლარი ფილმმა 15 დღის განმავლობაში მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში "იშოვა".
ჯერჯერობით "მილიარდელი ფილმების" სათავეში კვლავ ჯეიმს კამერონის "ავატარია", რომელმაც 2,8 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო.