ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მამუკა მდინარაძე არჩევნების გაყალბების საფრთხეზე საუბრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა მდინარაძემ განუცხადა, დაგეგმილ არჩევნებს დამკვირვებლები არ დაესწრებიან, რაც მისთვის ეჭვის საფუძველია.
"არჩევნების გაყალბების რეალური საფრთხე არსებობს, რადგან მხოლოდ წუხელ გახდა ცნობილი, რომ არჩევნებს არც ერთი დამკვირვებელი არდაესწრება. ეს რა ტქმა უნდა დარღვევაა. არცევნების სამართლიანადცატარება დამკვირვებლების გარეშე წარმოუდგენელია. ამის შესახებ წერილობით ვაცნობებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ მივმართეთ ორგანიზატორებს, აშშ-ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ადვოკატთა ასოციაციას, ესწრებიან თუ არა არჩევნებს დამკვირვებლები. პასუხად მივიღეთ, რომ დაესწრებიან მხოლოდ ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოწვეული წარმომადგენლები, რომლებიც დამოუკიდებლები ვერ იქნებიან", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მდინარაძემ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრთა არჩევნები ხვალ, 12:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. დასახელებულია 5 კანდიდატი - ქეთევან ქვარცხავა, მამუკა მდინარაძე, დავით ლანჩავა, ზაზა ხატიაშვილი და ნუგზარ ბირკაია.
2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა კანონი ,,ადვოკატთა შესახებ" ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით კრებაზე მოხდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა ოთხწლიანი ვადით. ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 15 წევრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 5 წევრის არჩევა.