აფხაზეთი მზადაა საქართველოსთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა ტელეარხ "РБК-ТВ"-სთან საუბარში გააკეთა.
"არავისთან მუდმივ მტრობაში ცხოვრებას არ ვაპირებთ. ამ მიზეზის გამო ჩვენ არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებიდან არ გამოვდივართ", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი და აღნიშნავს, რომ დღეისათვის არსებობს ყველა პირობა იმისა, რომ აფხაზეთი სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩაითვალოს.
ამასთან ერთად ანქვაბმა აღიარა, რომ არსებობს პრობლემები აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით მსოფლიო არენაზე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ საკითხისადმი საერთაშორისო საზოაგდოების მიდგომა დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. ანქვაბი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს აფხაზეთის შედარება სხვა სახელმწიფოებთან, კერძოდ, კოსოვოსთან და სამხრეთ სუდანთან შედარება, ვინაიდან "თითოეულ ქვეყანას ისტორიული თვითმყოფადობა გააჩნია".
"საქართველოსთან მომხდარი სამხედრო კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს შეფაება ერთმნიშვნელოვანია. მოხდა ის, რისკენაც აფხაზი ხალხი ასწლეულების განმავლობაში მიდიოდა. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ვაპირებთ", _ აცხადებს ანქვაბი.
მისივე თქმით, საქართველოსთან კონფლიქტის დროს საუბარი მიდიოდა აფხაზების, როგორც ეთნოსის შენარჩუნებაზე. ანქვაბი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთმა გააკეთა "აბსოლუტურად გააზრებული და მამაცური ნაბიჯი იყო", _ აცხადებს ანქვაბი.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ აფხაზეთისათვვის დღეს პოლიტიკურზე მეტად ეკონომიკური საკითხებია აქტუალური.